საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აჭარის დასაქმების სააგენტოს ეწვია. დავით სერგეენკო სააგენტოს თანამშრომლებს გაესაუბრა და სააგენტოს მუშაობის სპეციფიკას გაეცნო. მინისტრის განცხადებით, აჭარის დასაქმების სააგენტოს გამოცდილების გაზიარება საქართველოს მაშტაბით უნდა მოხდეს.
სსიპ - აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2011 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. დაარსების დღიდან ორგანიზაციას 7443 ადამიანი ჰყავს დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში. სააგენტოს აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქვს განყოფილებები, სადაც სამუშაოს მაძიებელ ნებისმიერ მოქალაქეს შუძლია მიმართოს დასაქმების მიზით
მასალის გამოყენების პირობები