ხვალ, 24 მარტს, 11:00 საათზე, მცხეთის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში (სვეტიცხოვლის სიახლოვეს) გაიმართება "მცხეთის კულტურული გიდების" პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება.
პროექტი "მცხეთის კულტურული გიდები" განხორციელდა ტურიზმის განვითარების ცენტრის "ნიუკასის", საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, მცხეთის გამგეობის ერთობლივი მონაწილეობითა და თანადაფინანსებით.
მცხეთის გიდების მოსამზადებელ საკვალიფიკაციო პროგრამის ორგანიზებასა და ჩატარებას ტურიზმის განვითარების ცენტრი "ნიუკასი" ახორიელებს.
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას მიიღებს კონკურსის შედეგად შერჩეული 20 კანდიდატი მცხეთის რაიონიდან.
ღონისძიებაზე მოწვეულები არიან საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე, "ნიუკასის" გიდების სკოლის დირექტორი და ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები.