ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას დღეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული კომისიის თავმჯდომარედ აირჩევენ, რომელმაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 200 ათასი ლარი უნდა განკარგოს.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშროლობის გზით წარდგენილი და მოწონებული სოციალური ხასიათის პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს.
როგორც კონჯარიამ "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ იგი "ნაციონალური მოძრაობის" წევრია და 15 ივნისამდე ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე რჩება, მას ქონდა უფლება, საკუთარი კანდიდატურა წარედგინა იმ კომისიის ხელმძღვენლის პოსტზე, რომელმაც საბიუჯეტო სახსრები უნდა განკარგოს.
"ჯი-ეიჩ-ენ"-ის შეკითხვაზე, თუ რატომ ცდილობს საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილ მცირე დროში, დააკომპლექტოს კომისია და სათავეში ჩაუდგეს მას, ლევან კონჯარიამ განმარტა, რომ აღნიშნული კომისიის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება არჩევნების თარიღის დანიშვნამდე იყო გადაწყვეტილი.
მისივე თქმით, ადგილობრივ ორგანოს და არასამთავრობო სექტორს სურს პროექტების განხორციელება ოპერატიულად დაიწყოს, მაგრამ თუ 15 ივნისის შემდეგ ვითარება შეიცვლება, აღნიშნულ საქმეს, სხვები გააგრძელებენ.
თუმცა კონჯარიამ არ დააკონკრეტა, რომ ის თავდაც მონაწილეობს არჩევნებში და კენჭს იყრის ზუგდოდის საკრებულოში. შესაბამისად ვერ ის განმარტა, რატომ წარმოადგენს აუცილებლობას არჩევებამდე 19 დღეზე ნაკლებ ვადაში საბიუჯეტო თანხების გამოყოფა, მით უფრო როდესაც თავად კანდიდატია და საზოგადოებაში უკვე გამოითქვა არაერთი ეჭვი თანხმების მიზნობრივ განკარგვასთან.
კომისიის თავმჯდომარეობაზე უარი უკვე განაცხადა რამდენიმე პერსონამ, რომლებიც აცხადებენ, რომ არ სურდათ ყოფილიყვნენ საკრებულოს თავმჯდომარის პოლიტიკური ნების შემსრულებლები და თანხები არამიზნობრივ განკარგვაში მიეღოთ მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებებისთვის, ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად განკარგვის საფრთხეზე ადგილობრივი არასამთავრობოებისა და პოლოტიკური პარტიების წარმომადგენლებიც საუბრობენ. საქმე ეხება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ 200 ათას ლარს, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშროლობის გზით წარდგენილი და მოწონებული პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუგდიდის საკრებულომ 2014 წლის 11 აპრილს მიიღო სპეციალური განკარგულება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლი ედიშერ თოლორაია, რომელიც ამჟამად შვებულებაში იმყოფება და თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს გამგებლის თანამდებობაზე იყრის, საკრებულოს ინიციატივას სასარგებლოს, მაგრამ ეჭვის შემცველს უწოდებს.
„ის რომ საკრებულოს აქვს სურვილი დააფინანსოს ცალკეული პროექტები ამაში ცუდი არაფერია. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა - როგორ, როდის და რამდენად სამართლიანად აპირებს ამის გაკეთებას? ჩემი ინფორმაციით, კომისიაში, რომელმაც პროექტები უნდა განიხილოს "ნაციონალური მოძრაობის" რვა წევრია - ანუ უმრავლესობა. ამავე დროს, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოთქვეს ეჭვი, რაც მედიითაც გაჟღერდა, რომ საკრებულოს ნაციონალური ფრთა აპირებს საკუთარი, სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინასებას, რეალურად კი საკუთარი საარჩევნო კამპანიის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებას, რაც კატეგორიულად მიუღებელია", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" თოლორაიამ.
თოლორაია აცხადებს, რომ უპრიანი იქნება, თუკი დროებით შეჩერდება თანხების გაცემა, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებელი გარემოებებისა.