აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საზაფხულო სეზონს სიმბოლურად 31 მაისს
„საოცრებათა პარკში" გახსნის.
ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა ზღვაზე დასვენებასთან დაკავშირებული სპორტული და გასართობი ღონისძიებებით
იქნება გამორჩეული.
საოცრებათა პარკის მიმდებარე სანაპიროზე მოეწყობა ფრენბურთის მოედანი,
მაგიდის ჩოგბურთი, ტანმოვარჯიშეების მოედანი, ქუჩის კალათბურთისა და ხელბურთის სივრცეები.
სანაპიროზე გაიშლება შეზლონგები, ზღვაში კი მოეწყობა ბილიკები მოცურავეთათვის და წყალბურთის
მოედანი. ზღვისპირა პერიმეტრზე განთავსდება სხვადასხვა საზღვაო აღჭურვილობა: სკუტერები,
ნავები, კაიაკი, იახტა. სამაშველო სამსახურის სიმბოლურად ჩაატარებს მცირე სწავლებებს
დამსვებელების უსაფრთხოების წესების შესახებ. მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ
როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო აქტივობებში.
გასართობი
სპორტული ღონისძიებები ჩატარდება მუსიკალური გაფორმების თანხლებით, რომელსაც შეასრულებს
ცოცხალი ბენდი. დღის მანძილზე თამაშის მონაწილეებს მუსიკით გაამხნევებს ასევე მოწვეული
დიჯეი, რომელიც
დამსწრეთათვის სადღესასწაულო განწყობას შექმნის, შესრულდება კუბური მუსიკალური
ნომრებიც.
მოედანზე მოწყობილ ფოტო სტენდებთან
შესაძლებელი იქნება გადაღება ცოცხალ მიმებთან,
ბოდიარტით სარგებლობა - სხაულისა და სახის მოხატვა.
საოცრებათა პარკში ჩატარდება ისეთი
საინტერესო ღონისძიებებიც, როგორებიცაა ველორბოლა, საზაფხულო კაბებისა და საცურაო კოსტუმების
ჩვენება პოდიუმზე , ბარმენების შოუ, წყლის
თხილამურებისა და პარაპლანების შოუ. მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მოხდება
სტუმრების მოზიდვა საღამოს კონცერტზე დასასწრებად. სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულ
კონკურსანტებს სხვა მრავალი სიურპრიზიც ელოდებათ.
საღამოს 21 საათზე გაიმართება უფასო კონცერტი დათო ხუჯაძისა და გუფი ლენდის
მონაწილეობით.
23 საათზე ზაფხულის ტურისტული სეზონის გახსნა ფანტანებთან ფოიერვერკით
დასრულდება.
სეზონის ოფიციალური გახსნა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილებში
ერთდროულად აღინიშნება.