23-25 მაისს ბათუმს 14 ტურ-ოპერატორი ეწვევა ქაზახეთიდან. ყაზახი ტურ-ოპერატორები ტურიზმისა და კურორტების დეპარტამეტის მხარდაჭერით შეხვდებიან ადგილობრივი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს. ყაზახეთიდან საინფორმაციო ტური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით ტარდება. აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით სტუმრებს მასპინძლობას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ორი დღის მანძილზე გაუწევს, გააცნობს რეგიონის სასტუმრო პოტენციალს, ღირშესანიშნაობებსა თუ ბუნებრივ სიმდიდრეებს. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპრატამენტის ერთ-ერთ მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. სტატისტიკის მიხედვით ყაზახეთიდან ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს.