დარიალის ხეობაში მაშველებმა ერთ-ერთი დაკარგულის ცხედარს მიაკვლიეს. ამის შესახებ, ინფორმაციას ტელეკომპანია ,,რუსთავი-2" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაღუპული ტრაილერის მძღოლია.
"შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. მუშაობის შედეგად, დღეს აღმოჩენილი იქნა ერთი მიცვალებული, რომლის ამოცნობა ამ ეტაპზე ფაქტიურად შეუძლებელია. ასევე აღმოჩენილია ავტომობილი ტრაილერის ტიპის, რომელიც ამოღებული იქნა ნაწილ-ნაწილ",- განახადა შსს სამაშველო დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქანაშვილმა.