ქედაში გეოლოგები მეწყერსაშიშ ზონებს სწავლობენ. დღეს, გეოლოგიურ სამსახურთან ერთად დამეწყრილი ადგილები მოინახულეს გამგებლის მოადგილე გურამ ლომინაძემ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა დავით თედორაძემ.
აჭარის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურიდან მოწვეული სამი გეოლოგი, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემოსული განცხადებების საფუძველზე, 27 სოფელში მეწყერსაშიშ ადგილებს შეისწავლიან.
გეოლოგიური დასკვნების შემდგომ, განცხადბებს ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი და სამთავრობო კომისიები განიხილვს, რის საფუძველზეც მოხდება დაზარალებულთა დახმარება.
მასალის გამოყენების პირობები