ცესკო-ს ახალი სამოქმედო პროგრამის გასაცნობად ხვალიდან ექსპერტებთან შეხვედრები დაიწყება. ცენტრალური საარჩენო კომისია მზად არის ექსპერტებისგან რეკომენდაციები მოისმინოს. ამის შესახებ ცესკო-ში დღეს, გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.
ამასთან, დასრულდა საარჩევნო მოხელის სერთიფიცირება, რომელიც პოლიტიკური პარტიების მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა. ცესკო-ს პრესსამსახურის განცხადებით, სერთიფიცირებაზე სულ შემოსული იყო 1650 განაცხადი, აქედან ტესტირება ჩააბარა 587-მა ადამიანმა, ვერ ჩააბარა - 610-მა, ტესტირებაზე არ გამოცხადდა - 434, ხოლო ტესტირებიდან დისკვალიფიცირებულ იქნა - 19 კონკურსანტი.
დღეს, ასევე აღინიშნა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში 4 სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელთაგანაც ერთი, საარჩევნო ადმინისტრაციაში შესულ საჩივრების განხილვაზე იმუშავებს.
17 მარტს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეთა განახლებული მონაცემები მიიღო. ეს მონაცები მოიცავს ინფორმაციას 2010 წლის 1 თებერვლიდან - 15 მარტის ჩათვლით მოქალაქეთა შემგეგ კატეგორიებზე:
გარდაცვლილები (6773 ადამიანი);
პირები, რომელთაც შეუწყდათ მოქალაქეობა ან საქართველოს მოქალაქეობიდან გავიდნენ (345 ადამიანი);
მესაკუთრის განცხადების საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეები (600 ადამიანი).
ცენტრალური საარჩევნო კომისია ასევე წარმოგიდგენთ ინფორმაციას, იმ მისამართების თაობაზე, სადაც რეგისტირებულია ოციდან ოცდაათამდე ამომრჩეველი:
სულ დაფიქსირებულია 42 ასეთი შემთხვევა, აქედან:
ა) წილადიანი მისამართები ქუთაისში: 8 შემთხვევა (იხ.დანართი 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36 )
გასწორებულია;
ბ) რეგისტრაციიდან მოხსნილია: 8 შემთხვევა (იხ.დანართი 3, 5, 8, 11, 17, 21, 22, 42) გასწორებულია;
გ) ტექნიკური ხარვეზი: 4 შემთხვევა (იხ.დანართი 23, 24, 25, 26, )გასწორებულია;
დ) სადარბაზოებში გამეორებული ნუმერაცია: 11 შემთხვევა
(იხ დანართი - 2, 7, 9, 10, 12, 13, 14, 15, 16, 18, 19)
ე) ბარაკის ტიპის საცხოვრებელი სახლი/საერთო საცხოვრებელი: 6 შემთხვევა
(იხ. დანართი - 27, 28, 37, 38, 39, 40)
ვ) მესაკუთრე უარს აცხადებს რეგისტირებულთა მოხსნაზე: 1 შემთხვევა (იხ.დანართი 41)
ზ) მესაკუთრე იმყოფება საზღვარგარეთ/იმყოფება რაიონში: 3 შემთხვევა (იხ.დანართი 1, 4, 20)
თ) მიმდინარეობს შესწავლა: 1 შემთხვევა (იხ. დანართი: 6)
18 მარტს ცესკოს თავმჯდომარემ ბრიფინგი გამართა და განცხადება გააკეთა საქართველოს საარჩევნო კოდექსის იმ მუხლის (129 13 პრიმა მუხლი) ძალაში შესვლის შესახებ, რომლის მიხედვითაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისი განისაზღვრა.
განვმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 1043 (სამი პრიმა) მუხლის თანახმად "არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა" . შესაბამისად კენჭისყრის დღე ცნობილია, ხოლო არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება უნდა გამოიცეს არაუგვიანეს 31 მარტისა.
საარჩევნო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც:
ა) საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესი გაგრძელდა 10 კალენდარული დღით ანუ 2010 წლის 10 აპრილამდე;
ბ) უმისამართო ამომრჩევლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში და ქ.თბილისის მერის არჩევნებში.
19 მარტს ცესკოში 2010-2011 წლის სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა. სტრატეგიით განისაზღვრა ცესკოს მისიაც, რომლის მიხედვით: ცენტრალური საარჩევნო კომისია არის საჯარო სტრუქტურა, რომლის მისიაა იყოს დამოუკიდებელი არბიტრი, ჩაატაროს არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად და არ იყოს მხარე პოლიტიკურ დისკუსიებში.
ცესკოს ორწლიან სტრატეგიას გააჩნია მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები. მოკლევადიანი მიზნები 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირდება. გრძელვადიანი მიზნების განხორციელება კი 2011 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
ამ კვირაში ცესკო სტრატეგიის პრეზენტაციას ექსპერტთა საბჭოსთვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც გამართვს.
22 მარტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა შედგა. სამუშაო შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარე, წევრები და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ბ-ნი მათიას ეორში, ბ-ნი კასტრიოტ ისლამი და საქართველოში ევრო საბჭოს მისიის ხელმძღვანელი ბ-ნი ბორის ვოტსი ესწრებოდნენ. შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოში 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის მზადება და წინასაარჩევნო პროცესის განხილვა გახლდათ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრის შეტანისა და განხილვის წესების საკითხების სრულყოფის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფის წევრები საარჩევნო საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცეკოს წევრები არიან.
გასულ კვირას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა ტრადიციული შეხვედრები საპარლამენტო ინტერფრაქციულ ჯგუფთან, ამომრჩეველთა სიის მონიტორინგში მონაწილე პოლიტიკურ პარიებთან და მოწყვლად ჯგუფებთან. შეხვედრების მიზანი იყო ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკოს მზადება.