აჭარის დასაქმების სააგენტოს დირექტორმა კობა ნაკაიძემ და ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა პაატა დუმბაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, როგორც ბიზნეს გარემოს სრულყოფის, ისე შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის.
სააგენტო ავტოტრანსპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ორგანიზაციაში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
სსიპ - აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2011 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. დაარსების დღიდან ორგანიზაციას 7443 ადამიანი ჰყავს დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში. სააგენტოს აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქვს განყოფილებები, სადაც სამუშაოს მაძიებელ ნებისმიერ მოქალაქეს შუძლია მიმართოს დასაქმების მიზით.