დღეს, 22 მაისს, 11:00 საათზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და შპს ბათუმის ავტოტრანსპორტს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც ავტოტრანსპორტში არსებული ვაკანსიების შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და ორგანიზაციაში მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
დასაქმების სააგენტო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით 2011 წლის 13 სექტემბერს დაფუძნდა. დაარსების დღიდან ორგანიზაციას 7443 ადამიანი ჰყავს დასაქმებული სხვადასხვა ორგანიზაციებსა თუ კომპანიებში. სააგენტოს აჭარის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში აქვს განყოფილებები, სადაც სამუშაოს მაძიებელ ნებისმიერ მოქალაქეს შუძლია მიმართოს დასაქმების მიზით.