22 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტში, დაბის ტერიტორიაზე ონკოლოგიურ პათოლოგიათა ადრეული გამოვლენის მიზნით ჩატარდება შემდეგი სახის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები: ონკოლოგის, ონკოუროლოგის, ონკოლარინგოლოგის, ონკოგინეკოლოგის კონსუტაციები, ექოსკოპიური გამოკვლევა, ციტოლოგია, ჵშა -ს განსაზღვრა. მოსახლეობის მიღება განხორციელდება დაბა ხულოში, აღმაშენებლის ქ N1. მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას სს "ქ. ბათუმის საზღავაო ჰოსპიტალის " ექიმები გაუწევენ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკა" ფარგლებში 2014 წლის მარტის თვიდან მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობაში კიბოსა და კიბოსწინა დაავადებათა ადრეული გამოვლენის მიზნით დაიწყო უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები. სამედიცინო მომსახურების მიწოდება ხორციელდება ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში. ქვეპროგრამის დაწყებიდან დღემდე ქედაში, ხულოსა და შუახევში ღონისძიებით ისარგებლა მაღალმთიანი აჭარის 134 მოსახლემ.
მასალის გამოყენების პირობები