24 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემში ჩატარდება უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.
სამედიცინო აქცია 12:00 საათზე დაიწყება. პაციენტების მიღება სხალთის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის შენობაში იწარმოებს. მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას შპს "ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს " ექიმები გაუწევენ.
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებულია კარდიოლოგით, ექოსკოპისტით, ნევროლოგით, ნეიროქირურგით, ენდოკრინოლოგით, ქირურგით, ოფთალმოლოგით და ოტო-რინო-ლარინგოლოგით.
უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით იმართება. საორგანიზაციო მხარეს უზრუნველყოფს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა.