ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, ქუთაისში ყოფილ სასტუმრო "სათაფლია"-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა. მინისტრმა სრულად რეაბილიტირებული საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა და იქ მაცხოვრებლებს დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტარატეგიაზე ესაუბრა.
აღნიშნულ ობიექტში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 56 დევნილი ოჯახი ცხოვრობს. შენობა მთლიანად გარემონტდა, დამონტაჟდა ინდივიდუალური მრიცვხელები, შეიცვალა სახურავი, ჩაისვა მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და აღნიშნული ობიექტი დევნილებს საკუთრებაში გადაეცემათ.
K
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი: "ეს კორპუსი ისეთ ცუდ მდგომარეობაში იყო აქ მაცხოვრებელსაც და გამვლელებსაც გულს უხეთქავდა. პრეზიდენტის განკარგულების საფუძვერლზე ის გარემონტდა, გაკეთდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიხველები და რაც მთავარია საკუთრებაში გადაცემათ. 56 ოჯახი ნორმალურ გარემოში იცხოვრებს და ასე გაგრძელდემა მანამ, სანამ ღირსეულ საცხოვრებელს ყველა დევნილი ოჯახი არ მიიღებს"
როგორც დევნილები აცხადებენ, ისინი ამჯერად ფართების დაკანონებას ელოდებიან. ლუიზა ფიფია აფხაზეთიდან დევნილი: "ადრე ექვსი სული ორ ოთახში ვცოვრობდით, ახლა გაგვაფართოვეს, რემონტი გაგვიკეთეს, წყლის პრობლემა მოგვიგვარეს და კმაყოფილები ვართ. თუ აღნიშნულ ფართებს საკუთრებაში გადმოგვცემენ მადლობის მეტი რა გვეთქმის".
მასალის გამოყენების პირობები