პარტია ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სახელისუფლებო კოალიციისა და არასაპარლამენტო ოპოზიციური ძალების "მცოცავ ანექსიას" ახდენს.
როგორც სანდრო ბრეგაძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე აცხადებს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი ყოფილი აქტივისტებით გაავსო "ქართული ოცენიებისა" და სხვა პოლიტიკური პარტიების რიგები, რომლებსაც საჭირო დროს საკუთარი ინტერესების მიხედვით გამოიყენებს.
" მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა, რომ მათი ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა არ არსებობს ახალ ტაქტიკას მიმართა და ეს ტაქტიკა მარტივია. ნაცბანდა ცდილობს, თავისი ყოფილი აქტივისტებით გაავსოს სახელისუფლებო და სხვა ოპოზიციური პარტიები რათა ამ ხერხით მოახდინოს ერთგვარი მცოცავი ანექსია, რომელიც საშუალებას მისცემს, საჭირო მომენტში აამოქმედოს ჩანერგილი აგენტურა. არავინ დაიჯეროს ,რომ არსებობენ ყოფილი "კგბ-შნიკები", ან ყოფილი "ნაცები." ვითომ ყოფილები, ახლაც მოქმედნი არიან და მათ დასაჭერად სააკაშვილსა და მერაბიშვილს იმდენი კომპრომატი აქვთ რომ მთელი ცხოვრება უტყ მონებად ეყოლებათ. ეს არის ჩემი გაფრთხილება ყველას მიმართ, ყველამ იცის, რომ უარგუმენტოდ და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე არასოდეს ვსაუბრობ. ურემის გადაბრუნებისთვის დაცდა კატასტროფის მომტანი იქნება", -აცხადებს ბრეგაძე.