17 და 18 მაისს, ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომისა და რიყეთის თემში ჩატარდა უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები.
პაციენტების მიღება ღორჯომისა და რიყეთის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში მიმდინარეობდა. მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურება შპს "თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის" და შპს „ქ. ბათუმის N 4 პოლიკლინიკის" ექიმებმა გაუწიეს.
სამედიცინო ბრიგადა დაკომპლექტებული იყო კარდიოლოგით, ექოსკოპისტით, რადიოლოგით, ნევროპათოლოგით, თერაპევტით, პედიატრითა და ოჯახის ექიმით.
უფასო სამედიცინო აქცია სამედიცინო დაწესებულებების ინიციატივით გაიმართა.