14 მაისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსი დალი ქიქავა, სამინისტროს სპეციალისტი მზია მაკარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტი ოთარ თურმანიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ტარიელ ებრალიძე და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი ზაზა ზოიძე ზამლეთის თემის სოფელ ბუთურაულში იმყოფებოდნენ.
აღნიშნულმა პირებმა შეხვედრა გამართეს ბუთურაულისა და მამულაძეების უბნების მოსახლეობასთან. დაათვალიერეს ის ადგილები სადაც მაისში მოსულმა უხვმა ნალექმა განაახლა მეწყერული პროცესები. კლდის ჩამოშლის შედეგად განვითარდა ქვათაცვენა, რამაც საფრთხე შეუქმნა სოფლის მოსახლეობას.
გადაწყდა, რომ სამთავრობო კომისია უახლოეს დღეებში ბუთურაული-მამულაძეების უბანში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებს და დაზარალებულ ოჯახებს ეტაპობრივად გაეწევათ დახმარება.