საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო „არასაპარლამენტო ოპოზიციის" იმერეთის შტაბის ხელმძღვანელი გოგი წულაია დააკავებასთან დაკავშირებით "ჯი-ეიჩ-ენთან" განმარტავს, რომ გოგი წულაია პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.
"გოგი წულაიას დაკავება მოხდა პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისათვის, სამარტალდარღვევათა კოდექსისს 173-ე მუხლის საფუძველზე. იგი არ დაემორჩილა საპატრულო პოლიციის მითიტებებს, რომელიც საგზაო მოძრაობას აწესრიგებდა. რაც შეეხება დღეს გაკეთებულ განცხადება, თითქოს გოგი წულაია აწამეს, ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში საარჩევნო ბლოკი „არასაპარლამენტო ოპოზიციის" იმერეთის შტაბის ხელმძღვანელი გოგი წულაია დააკავეს. პარტიაში აცხადებენ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი და საარჩევნო სიის პირველი ნომერი გოგი წულაია, საპატრულო პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენ"-ს "არასაპარლამენტო ოპოზიციაში", განუცხადეს, გოგი წულაია ავტომანქანით მოძრაობისას ქუთაისში გადაკეტილ გზაზე მოხვდა. გზის გადაკეტვის მიზეზის გასაგებად მანაქანიდან გადმოვიდა და როდესაც პოლიციელს მიუახლოვდა, იმ მომენტში მოხდა მისი დაკავება. "არასაპარლამენტო ოპოზიციის" წევრმა ალექსანდრე შალამბერიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, რომ გოგი წულაიას, რამდენიმე საათის განმავლობაში საღორიას ტყეში აწამებდნენ.