ხვალ, 15 მაისს, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან ომბუდსმენის წარმომადგენლებზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განხორციელებულ ზეწოლასა და ხელოვნურად შექმნილ დაბრკოლებებზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
ნანუაშვილი საგანგებო განცხადებას სახალხო დამცველის ოფისში 11:00 საათზე გააკეთებს.