თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მწერალი მამუკა ხერხეულიძე დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ხერხეულიძეს რამდენიმე ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენეს. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.