ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის რამდენიმე მცდელობა გამოავლინეს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 12 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ვალე". კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა 5 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი KOLDAX (diphenhydramine, pseudoephedrine) და 8 აბი Acetaminophen-codeine აღმოაჩინეს ირანის მოქალაქე ა.ფ.-ის ბარგში. ეს საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს.
ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი DIPHENOXYLATE - 15 აბი და GOLD STOP - 15 აბი აღმოაჩინეს მებაჟე ოფიცრებმა ასევე ირანის მოქალაქე ა.მ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად.
ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი APIREKS pseudoefedrini - 11 აბი და COLD STOP pseudoefedrini - 10 აბი აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე ო.მ.-ის კუთვნილ ბარგშიც, ხოლო თურქეთის მოქალაქე ა.ა.-ს დათვალიერების შედეგად ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი APIREKS (pseudoefedrini) - 15 აბი აღმოუჩინეს.
სამივე საქმე შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შსს საპატრულო პოლიციას.