თბილისში H1N1 ვირუსის 22-ე შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი ამჯერადაც იმპორტირებულია. ვირუსი 31 წლის მამაკაცს აღმაჩნდა, რომელმაც ევროპაში იმოგზაურა და გერმანიასა და იტალიაში იმყოფებოდა.
როგორც დაავადებათა ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მამაკაცი მკურნალობის კურს საკუთარ სახლში გადის.
ექსპერტები ე.წ. ღორის გრიპის უფრო გავრცელებას შემოდგომის ბოლოს ვარაუდობენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს.