9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2014 წლის 8 მაისს, აჭარაში მცხოვრებს II მსოფლიო ომის ვეტერანებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
ომის მონაწილეებს უფასო სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ სს „ბათუმის რეფერალური საავდმყოფო", შპს „ბათუმის N1 პლიკლინიკა", შპს „ბათუმის N4 პოლიკლინიკა", შპს „თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრი", შპს „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი". მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ვეტერანებს „ჩემი ოჯახის კლინიკის" რაიონული საავადმყოფოები მოემსახურებიან.
საჭიროების შემთხვევაში ვეტერანებს ჩაუატარდებათ მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები. ის ვეტერანები, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლებენ სამედიცინო დაწესებულებში ვიზიტს, მათ ექიმები მომსახურებას ბინაზე გაუწევენ.
აქცია სამედიცინო დაწესებულების ინიციატივით და ჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.