,,ნაცმოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის შედეგებს იზარებს და აღნიშნავს, რომ გამოკითხულთა 62% პირიქით დაბალიც კი არის ვინც მიიჩნევს, რომ ხელისუფლების რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია.
,,ვიზიარებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგს და პირიქით, მიმაჩნია რომ, 62% პირიქით დაბალიც კი არის. მეგონა, რომ საქართველოს მოქალაქეების უფრო დიდ ნაწილს ჰქონდა განცდა, რომ ხელისუფლების რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია. ეს გამოჩნდა ბევრ შემთხვევაში. მაგალითად, ყვარლის ინციდენტის შემდეგ როცა სერიოზული პრობლემები შექმნა და საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ ბიძინა ივანიშვილმა შეკრიბა. ის რომ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებებში მონაწილეობს ყველაზე კარგად გამოჩნდა პარლამენტში ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის განხილვისას, როცა საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილს ჩამოყალიბებული ჰქონდა უარყოფითი პოზიცია კანონპროექტის მიმართ, ხოლო მას შემდეგ რაც ივანიშვილმა კანონპროექტთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია გამოთქვა ამის შემდეგ შეიცვალა მათი დამოკიდებულებაც. ამიტომ როგორც პარლამენტში, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში რეალურ გადაწყვეტილებების მიმღები ბიძინა ივანიშვილია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში წიკლაურმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI-) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. ხოლო განსხვავებულად ფიქრობს რესპონდენტთა 18%. გამოკითხულთა 20%-ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +-2, 1%.