კოალიცია ,,ქართული ოცნების" ლიდერი გიორგი ვოლსკი ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევას ეხმიანება და აცხადებს, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ამბობს, რომ ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება ბევრ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო და გასათვალისწინებელია. ვოლსკი სწორედ ამ ფაქტორს გათვალისწინებით ხსნის იმას, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ყოფილ პრემიერს კვლავ ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად მიიჩნევს.
,,რაც შეეხება იმას, რომ გამოკითხულა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ისევ მონაწილეობს ხელისუფლების საქმიანობაში, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ხშირად ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება ბევრ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო და გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ შეფასების ფონზეა გაკეთებული ამგვარი პასუხები", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვოლსკიმ.
,, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. ხოლო განსხვავებულად ფიქრობს რესპონდენტთა 18%. გამოკითხულთა 20%-ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +-2, 1%.