პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში ბიზნესმენ დავით კოდუაზე განხორციელებულ ფიზიკური ანგარისწორების ფაქტს პოლიტკური ნიშნით არ აფასებს, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლება და საზოგადოება სამართლიანობის აღდგენას და მართლმსაჯულების აღსრულებას ერთმანეთში ურევს.
"რასაკვირველია, ხულიგნობის ფაქტები ცუდი და დასაგმობია, რომელი ხელისუფლების პერიოდშიც არ უნდა მოხდეს ის. თავად დავით კოდუა არ ვიცი, მაგრამ მისი ძმა და ზოგადად კოდუების ოჯახი, მისი წარსული საქმეების გამო, საზოგადოებას გულზე არ ეხატება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიარდ ანგარისშიწორებას რაიმე ფორმით გამართლება აქვს. დამნაშავის დასჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და სასამრთლოს ფუნქციაა ყველა ნორმელურ სახელმწიფოში. ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოება კი, მართლმსაჯულების აღსრულებასა და სამართლიანობი აღდგენას ან ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს, ან ერთმანეთში შეგნებულად ურევს, იმის გამო, რომ პროპაგანდის თვალსაზრისით, ეს უფრო მომგებიანია"- განაცხადა სოსო ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბრისას.
პოლიტოლოგის განმარტებით, სამართლიანობა, პირველ რიგში სოციალური პრობლემების გადაწყვეტას გულისხმობს. მისივე თქმით, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არანაირი აჯანყება თუ რევოლუციური მოძრაობა, რასაც კი კონკრეტული შედეგი მოჰყოლია, არასდროს დაწყებულა იმის გამო, რომ დამნაშავე ციხეში არ ჩასვეს.
"40 საუკუნის წინ თქვეს ძველმა რომაელებმა, ქვეყანა რომ დაიქცეს, კანონი უნდა აღსრულდესო და ნუ ვცდილობთ, რომ ურიკა ცხენის წინ დავაყენოთ. რაც კოდუასთან დაკავშირებით მოხდა, სამართლიანობის აღდგენას კი არა, მართლმსაჯულების აღსრულებას ითვალისწინებს," -განაცხადა ცინცაძემ.
3 მაისს, ძებნაში მყოფი სოდის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა რკინიგზის საავადმყოფოში სასტიკად ნაცემი მოათავსეს. კოდუას ცემის ფაქტზე შსს-მ ნოშრევან ნამორაძე დააკავა. შსს-ს მიერ გავრცელებულ აღიარებით ჩვენებაში, ნამორაძე ყვება თუ რა გახდა დავით კოდუასთან მისი დაპირისპირების მიზეზი და რატომ სცემა.
ნოშრევან ნამორაძე დიღომში, პოლიციის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
დაკავებულის ადვოკატის, ლილი გელაშვილის ინფორმაციით, ამ დროისათვის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.