,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI-) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 62% მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. ხოლო განსხვავებულად ფიქრობს რესპონდენტთა 18%. გამოკითხულთა 20%-ს კი არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 3,942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +-2, 1%.