საქართველოს ასევე შეუძლია იამაყოს, რომ ახალგაზრდა თაობამ აჩვენა - ევროინტეგრაციის გზა არის მისი არჩეული კურსი. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპის კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ათი წლის წინ, საქართველო, პრაქტიკულად არშემდგარი სახელმწიფო იყო და ახლა ის გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ევროპული ინტეგრაციის გზაზე", - განაცხადა დიმიტროვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი გახსნის გზას, ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციის საკითხებზე პროცედურების დასაწყებად.
დიმიტროვმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებებზე ევროინტეგრაციის გზაზე და აღნიშნა, რომ ორ თვეში საქართველო ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას და ქვეყანამ გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, რაც წარმოუდგენელი იყო, როდესაც ეს პროცესი იწყებოდა.