იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გმობს ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტს და ნაცმოძრაობას" მოუწოდებს კოდუას ცემის ფაქტი პოლიტიკური ქულების დასაწერად არ გამოიყენონ.
,, მე მინდა ცალსახად დავგმო კოდუას წინააღმდეგ გუშინ მომხდარი ფაქტი, რადგან ყველანაირი ტიპის ძალადობა დაუშვებელია თუ ჩვენ უნდა ვიყოთ და ვართ ცივილიზებული საზოგადოება. ნუ გაუხარდება ,,ნაციონალურ მოძრაობას" ეს ფაქტი და ნუ გამოუყენებს ამას საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად, რადგან ამას ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს", _განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ დავით კოდუას აბაშიძის ქუჩაზე თავს გუშინ დაესხნენ. კოდუა აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სილამაზის სალონ „ლედი შარმიდან" გამოდიოდა, როდესაც დაუდგენელი პირები მას თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს.
გუშინვე შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შსს-ს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში გამოცხადდა 1976 წელს დაბადებული ნოშრევან ნ, რომელმაც განაცხადა, რომ მან შურისძიების ნიადაგზე სცემა დავით კოდუა.დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.გამოძიება ცემის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით. ამ დროისთვის ბიზნესმენ დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიემა. იგი რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
გავრცელებული ინფორმაციით, დავით კოდუას, პალატაში, სავარაუდოდ, ორ დღეში გადაიყვანენ.