"არც მე და არც ჩემი მეუღლე შინაგან საქმეთა მინისტრს არ ვიცნობთ. ფოტოს რომელსაც ახლა საუბრობენ საპატრიარქოში პატრიარქთან მიღებაზეა გადაღებული", - აცხადებს ნინო სუთიძე.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ შინაგან საქმეთა მინისტრისა და ნოშრევან ნამორაძის ფოტოს, ნამორაძის მეუღლე ნინო სუთიძე "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამოეხმაურა.
როგორც სუთიძემ აღნიშნა, მისი მეუღლე შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძეს არ იცნობს.