2014 წლის სექტემბერში ბათუმს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება შეემატება. მრავალპროფილური კლინიკა 100 საწოლზეა გათვლილი. აქ პაციენტებს კარდიოქირურგიულ მომსახურებასთან ერთად თითქმის ყველა სახის სამედიცინო მომსახურების მიღება შეეძლებათ.
საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს დღეს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე და თურქეთში მოღვაწე ქართველი კარდიოლოგი ისმეთ დინდარი გაეცნენ.
„ეს იქნება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი კლინიკა, რომელშიც მოცემული იქნება ყველა პირობა მაღალტექნოლოგიური მომსახუროების განხორციელებისათვის". -განაცხადა ნუგზარ სურმანიძემ.
საავადმყოფოს ბაზაზე იგეგმება „ბაჰჩეშეჰირის" უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, საგანმანათლებლო დაწესებულებას პროფესორი ისმეთ დინდარი უხელმძღვანელებს. სამედიცინო განათლების მიღების მსურველებს უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე მოუწევთ, სტუდენტები სასწავლო კურსის ნაწილს „ბაჲ"-ს უნივერსიტეტის სხვადასხვა ფილიალში გაივლიან.
საავადმყოფოსა და უნივერსიტეტის მშენებლობა თურქული ინვესტიციით ხორციელდება.