პოლონეთის მთავრობის მეთაური დონალდ ტუსკი აცხადენს, რომ რუსეთი უკრაინასთან ომობს, ხოლო დასავლეთის სანქციებმა შედეგი ვერ გამოიღო. განცხადება ამის შესახებ ტუსკმა დღეს გააკეთა სლავიანსკისა და ოდესის მოვლენების კომენტირებისას.
„ეს ომია. შესაძლოა ცოტა სხვა ტიპის, იმიტომ, რომ მოუცხადებელი ომია. სინამდვილეში კი დე-ფაქტო საქმე ომთან გვაქვს",_ აცხადებს ტუსკი.
მისივე თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებულმა საქნცოებმა შედეგი ვერ გამოიღო და ასევე იმედი იმისა, რომ ისინი მომავალში მაინც მოიტანენ შედეგს თანდათან ქრება.
„ჩვენ სულ უფრო გვეკარგება იმედი, როდესაც მსხვერპლის რიცხვი იზრდება, როდესაც იყენებენ იარაღს, აგდებენ ვერტმფრენებს და ჩვენ ვხედავთ, რომ საქმე გვაქვს შეიარაღებულ კონფრონტაციასთან, რომელიც დემონსტრანტების მიერ კი არ არის ორგანიზებული არამედ სახელმწიფოს მიერ -ამ შემთხვევაში რუსეთის მიერ",_ აცხადებს ტუსკი.