რეგიონული ტურნეს ფარგლებში მთავრობის მეთაური ზესტაფონში დევნილების საცხოვრებელ პირობებს გაეცნობა და არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას უშუალოდ დევნილებისგან მოისმენს.
პრემიერ-მინისტრი სოფელ სვირში საშუალო სკოლის მშენებლობას დაათვალიერებს, რის შემდეგაც თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში წმინდა გიორგის სახელობის „გოგნის კარუგდებლის" ტაძრის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნობა.
დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა იმერეთის რეგიონის მედიკოსებთან. მთავრობის მეთაური რეგიონის სამედიცინო პერსონალს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს გააცნობს.
ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში წყალშემკრები ნაგებობის მშენებლობასაც დაათვალიერებს.