პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ის პენსიონერები, რომლებიც საარჩევნო პროცესში არიან ჩართული, ანაზღაურებას აუცილებლად მიიღებენ.
მისი თქმით, პარლამენტში უკვე ინიცირებულია პროექტი, რომლის მიხედვითაც "საარჩევნო კოდექსში" გარკვეული ცვლილებები შევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
,,ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჩვენი მიღებული საარჩევნო კოდექსით პენსიონერები, რომლებიც არჩევნებში არიან ჩართულები, შესაბამის ანაზღაურებას ვერ მიიღებენ. პარლამენტში მომავალი სასესიო კვირიდან დაიწყება იმ ცვლილების განხილვა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს. მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ინიციატივას საპარლამენტო უმცირესობაც უჭერს მხარს", - განაცხადა უსუფაშვილმა.
განცხადება იმის შესახებ, რომ პენსიონერები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში არიან, პენსიას ვერ მიიღებენ, რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გააკეთა. სერგეენკომ აღნიშნული გადაწყვეტილება კანონის რეგულაციებით ახსნა.
2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პენსიონერებს მსგავსო შეზღუდვა არ შეხებიათ.