,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში კოალიცია ,,ქართული ოცნება" დაიშლება. ამის შესახებ, ნათელაშვილმა ,,ქორთიარდ მარიოტში" მიმდინარე პარტიის ყრილობაზე განაცხადა.
,,უახლოეს ხანში მოწმე გავხდებით როგორ გრიალით დაიშლება დოლარებით შეკოწიწებული ვაი უმრავლესობა, რომელმაც ყველა ის ოცნება დაამსხვრია რასაც ასე ომახიანად გვპირდებოდნენ, მაგრამ ჩვენ ვპირდებით ხალხს იმ ოცნებებს რითაც ხალხი არჩევნებზე მიდიოდა და მათ ირჩევდა ჩვენ შევუსრულებთ", _განაცხადა ნათელაშვილმა.