საპარლამენტო უმრევალსობის წერვრის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება არის ზომიერი და მასში აგრესიული არაფერია.
მისივე შეფასებით, პარლამენტმა ცვლილებების შეტანით ისეთი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მიიღო, რომელიც ყველასთვის მისაღებია.
"ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით გუშინ უმრავლესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობდა და საბოლოოდ მივიღეთ ის კანონი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგვთავაზა. კანონში მკვეთრად არის ჩაწერილი შავით თეთრზე, რომ ის არავითარი სამართლებრივი თვალსაზრისით ორმაგი წაკითხვის საშუალებას არ იძლევა. ჩვენ ნორმალური პაკეტი მივიღეთ. მე კმაყოფილებით მინდა ავღნიშნო, რომ საპატრიარქოს დღევანდელი განცხადება არის ძალიან ზომიერი. ის არ არის აგრესიული და საპატრიარქო ბუნებრივია, საუბრობს უფრო სოლიდურად და კვალიფიციურად საკუთარი მოსაზრებების დაფიქსირებისას, ვიდრე თითოეული სასულიერო პირი, რომელიც პარლამენტში იყო. არიან საპატრიაქროში სხვადასხვა სასულიერო პირები, რომლებიც საკუთარ განსხვავებულ აზრს გამოხატავენ", - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.
ამასთან, საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც უარყოფს ინფორმაციას, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტი ეკლესიისთვის მისაღები გახდა.