სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი კახეთის გუბერნატორს ირაკლი შიოლაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით რეგიონში არსებულ მდგომარეობა განიხილეს. ასევე ისაუბრეს სახალხო დამცველის ახლად გახსნილი კახეთის რეგიონული ოფისის სამომავლო საქმიანობაზე, მის პრიორიტეტებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2013 წლის ანგარიშში ასახულ კონკრეტულ ფაქტებს.
კახეთის გუბერნატორმა სახალხო დამცველის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები