რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, ყოფილი ომბუდსმენი ვლადიმერ ლუკინი უკრაინაში დატყვევებული ეუთოს დამკვირვებლების გათავისუფლებისათვის მოლაპარაკებების საწარმოებლად გაიგზავნა. პესკოვის თქმით, მასთან ამ დრომდე კავშირის დამყარება ვერ ხერხდება.
„რუსული მხარე ვერ ახერხებს პრეზიდენტის სპეციალუ წარმომადგენელთან ვლადიმერ ლუკინთან დაკავშირებას მას შემდეგ რაც სადამსჯელო ოპერაცია დაიწყო",_ აცხადებს პესკოვი.