რუსეთის ქმედებების დაგმობა და უკრაინის დამხმარება მთელი მსოფლიოს საქმე უნდა გახდეს, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მაუნელ ბაროზუმ განაცხადა.
მისი თქმით, საკითხი რომ საკუთარი ქმედებებისთვის რუსეთმა გადაიხადოს როგორც დიპლომატიური ასევე ეკონომიკური საფასური და უკრაინელი ხალხის მხადაჭერა, ეს უკვე არა მხოლოდ ევროკავშირის, აშშ-ის ან დიდი შვიდეულის ქვეყნების, არამედ მთელი მსოფლიოს გადასაწყვეტი საკითხია.
„საკითხი დგას საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო მშვიდობის პირდაპირი საფრთხის შესახებ", - განაცხადა ბაროზუმ.
უკრაინაში შექმნილი ვითარება გახდა „ყველაზე დიდი საფრთხე ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ", - განაცხადა ბაროზუმ სტენფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.
ბაროზუ აცხადებს, რომ რუსეთისთვის მიუღებელი გახდა უკრაინელი ხალხის ევროპასთან დაახლოების არჩევანი.
„ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ან გავამართლოთ ასეთი საქციელი", - განაცხადა ბაროზუმ.
მასალის გამოყენების პირობები