.,,რუსეთი ვერ იქნონიებს გავლენას ნატოს გაფართოვებაზე", _ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალური აზიაში ჯეიმს აპატურაიმ ,,რუსთავი-2"-თან ინტერვიუში განაცხადა.
,,რუსეთი ვერ იქონიებს გავლენას ნატოს გაფართოვებაზე. ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს რეფორმებს რამდენად მზადაა ის წევრობისთვის და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებთ და არა იმის მიხედვით რას იტყვის რუსეთი. რაც არ უნდა მოხდეს საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ დამოუკიდებლად მივიღებთ", _განაცხადა ჯეიმს აპტურაიმ.