რუსული მედიის ინფორმაციით, მახაჩკალაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს მოკლული ბოევიკი ქალაქ გროზნოს "ამირი" სალამბეკ ახმადოვია.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დაღესტნის მიმართულების სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, "ლიკვიდირებულია ქალაქ გროზნოს "ამირი" სალამბეკ ახმადოვი.
ჯერ ჯერობით უცნობია, თუ რა მიზნებით იყო იგი გადასული დაღესტანში. ადგილიდან ამოღებულია პისტოლეტი და ერთი ნაღმი".