1 მაისს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა რეგიონული საქმიანობის გაძლიერების მიზნით, რიგით მეშვიდე ოფისი გახსნა.
სახალხო დამცველმა თავისი წარმომადგენელი თეიმურაზ ორკოდაშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს წარუდგინა.
თელავის ოფისის ხელმძღვანელი 29 აპრილს შეირჩა კონკურსის წესით.
სახალხო დამცველის აპარატი უახლოეს პერიოდში თელავის ოფისის გაფართოებას და კახეთის სხვა რაიონებში საკონტაქტო პირების დანიშვნას გეგმავს.