,,მაუწყებლის შესახებ" კანონში შესტან ცვლილებებზე მოვლენები განვითარდა ისე, როგორც არ უნდა განვითარებულიყო", _ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცახდა.
,,ჩვენ ვერ შევძელით პირველი კონკურის დროს სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტება, ამან გამოიწვია გარკვეული გართულებები. შემდეგ ამას მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თაობაზე ჩვენ, უმრავლესობამ გამოვაცხადეთ, რომ არ ვიზიარებთ, მაგრამ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს იმ სახელმწიფოს სადაც საკონსტიტუციო სამსართლოს გადაწყვეტილება ეს არის ბოლო ინსტანცია კონკრეტულ საკანონმდებლო აქტთნ დაკავშირებით და კონკრეტულ თემასტიკასთან დაკავშირებით. ამიტომ ცვლილებების პროექტი შედგენილია სწორედ იმგვარად, რომ ერთი მხრივ, არ შეჩერდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების პროცესი და მეორე მხრივ, არ შეილახოს ის უფლებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო ბრძანებს გარკვეული ვადით საჯარო სამსახურთან გათანაბრებულ სამსახურში მყოფი პირების თაობაზე. სასამართლო ბრძანებდა, რომ თუ იქნებოდა უკეთესი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლებდა ძველი სამეურვეო საბჭო მუშაობის გაგრძელებას, მაშინ მას პრობლემები არ ექნებოდა, ამიტომ ჩვენ განმარტებით ბარათში ძალიან მკაფიოდ მივუთითებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რაც ყველამ იცის მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იმ სამეურვეო საბჭომ, რომელიც ტელევიზიას ხელმძღვანელობდა, ორჯერ შეძლო მის მიერ არჩეული გენერალური დირექტორის უკანონო გზებით თანამდებობიდან გათავისუფლება", - განაცხადა უსუფაშვილმა.