,,ნატო პოზიტიურად აფსებს ქვეყნის მიერ აღებულ გეზს", _ამის შესახებ, ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალური აზიაში ჯეიმს აპატურაიმ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აუმჯობესებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხს.
,,საქართველო ყოველწლიურად აუმჯობესებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხს. აღსანიშნავია თქვენი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების არენაზე როგორც ავღანეთში, ასევე სამხრეთ აფრიკაში. ასევე მნიშვნელოვანია რეგიონული უსაფრთხოება და მინისტრთან ამ თემაზეც ვისაუბრე და აღვნიშნე, რომ ნატომ სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო. ჩვენ ვაკვირდებით ნატოს ყველა ასპირანტ ქვეყანას და ნატოს მინისტერიალზე სწორედ მიღწეულ პროგრესზე იქნება საუბარი", _განაცხადა აპატურაიმ.