ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურებში პოლიტიკურით ძალთა ბალანსის შეცვლას არ ვარაუდობს პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტი კახა კახიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მოქმედი საარჩევნო კოდექსი აწყობილია სახელისუფლებო პარტიასა და ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
როგორც კახა კახიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენ"-თან საუბარში განაცხადა, როცა საუბარი ეხება
არასაპარლამენტო ძალების შანსებს, უნდა ვაღიაროთ, რომ სამწუხაროდ, ამ საარჩევნო კანონმდებლობის პირობებში, არასაპარლამენტო პარტიებს გამარჯვების შანი ძალიან დაბალი აქვთ.
"ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მოსახლეობაში მათი მხარდაჭერა საკმარისი არ არის, არამედ იმიტომ, რომ ხმების გახლეჩვის ტექნოლოგია, ის, რომ მხოლოდ სუფთა ხმა ითვლება ჩამონათვალში და იქიდან ხდება პროცენტების გაანგარიშება, დაფინანსების ბერკეტების არ ქონა, ხელს არ უწყობს არასაპარლამენტო ოპოზციას, რაც მათი გამარჯვების შანსებს ამცირებს. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ კანონმდებლობაში სათანადო რეფორმები არ განხორციელდა,"-განაცხადა კახიშვილმა.
მისივე თქმით, არასაპარლამენტო ოპოზიცია ხმებს ერთმანეთს წაართმევს და დაახლოებით მივიღებთ ისეთ სურათს, როგორიც გვქონდა ნაძალადევში, შუალედურ არჩევნებში, როცა ფაქტობრივად არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა ჯამში დააგროვეს უფრო მეტი ხმა, ვიდრე სახელსიუფლებო კანდიდატმა, მაგრამ იმის გამო, რომ ხმები ერთმანეთს გაუყვეს და თან არადემოკრატიული ბარიერი იყო განსაზღვრული, მოიგო სახელისუფლებო კანდიდატმა.
"დღეს ბარიერი კი არის ნამდვილად 50%, მაგრამ ასე ვთქვათ, რომ დღეს არასაპარლამენტო ოპოზიციას, იმის გადა, რომ არ ყავს წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში, სხავადასხვა რეგულაციები არ აძლევს თანაბარ საშუალებას და პირობებს, რომ ოპონირება გაუწიოს სახელისუფლებო კანდიდატს, არც იმის რესურსი აქვს რომ აქტიურად ატაროს შეხვედრები რეგიონებში, რათა მეტ-ნაკლებად მოსახელობისთვის გასაგები გახდეს მათი პოზიცია და ამოცანები," -აღნიშნა ექსპერტმა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 15 ივნისს არის დანიშნული.