1 მაისს ქ. ბათუმში, ლეონიძის 8ა-ში უკრაინული სუპერმარკეტების ქსელის ,,ფურშეტი''-ს ახალი, რიგით მეოთხე ობიექტი იხსნება. პირველი სუპერმარკეტი ,,ფურშეტ ჯორჯიამ'' თბილისში ნოემბერში გახსნა, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულერულობა.
"ფურშეტ ჯორჯია" მომხმარებელმა უკვე გაიცნო ფართო ასორტიმენტით, დაბალი ფასებით, ყოველკვირეული აქციებითა და საკუთარი წარმოების პროდუქტით. ეს ყველაფერი 1 მაისიდან ხელმისაწვდომი იქნება ბათუმშიც. მნიშვნელოვანია, რომ ბათუმის "ფურშეტ-ჯორჯიას" ოთხი ათეული თანამშრომლების უდიდესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობაა.
უახლოეს მომავალში იგეგმება ფურშეტ-ჯორჯიას ქსელის გაფართოვება როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
ფურშეტთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის კუთხით, ვინაიდან პრეზენტაბელურ ქართულ ხარისხიან პროდუქციას, პრიორიტეტი ექნება მინიჭებული "ფურშეტის" უკრაინაში არსებულ 115 სუპერმარკეტში.