შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის განაცხადებით, ახალგორში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარების შესახებ მისი უწყება ინფორმირებული და ვითარებას აკონტროლებს. როგორც საკითხის კომენტირებისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ზაქარეიშვილმა განაცხადა მსგავსი ტიპის შეზღუდვა პირველი არ არის და ის წელიწადში 2-3-ჯერ სხვადასხვა მიზეზების გამო ხორციელდება.
,,მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა რეგულარულად ხდება, წელიწადში 2-3-ჯერ სხვადასხვა მიზეზების გამო უფრო მეტად ახალგორის მიმართულებით, თუმცა არც თუ ისე იშვიათად გალის მიმართულებითაც. საოკუპაციო რეჟიმი ახდენს მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვას. ეს შეზღუდვა ორშაბათამდე დადგინდა, ასე რომ, ვინაიდან დადგენილი თარიღი შეზღუდვის დასრულების, დაველოდოთ და მერე ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და ვიცით რომ ორშაბათამდე ეს შეზღუდვა მკაცრი იქნება", _განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.