იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით, მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. როგორც საკითხის კომენტირებისას წულუკიანმა განაცხადა კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოების ერთი ნაწილის შეშფოთება უსაფუძვლოა.
,,კანონპროექტში არაფერი მოასწავებს იმას, რომ ოდესმე საქართველოში ნებადართული იქნება ერთსქესიანთა ქორწინება ან რომ ერთსქესიან წყვილებს შეეძლებათ ბავშვის აყვანა. ამის საფუძველს ეს კანონპროექტი არ ქმნის, თუნდაც გრძელვადიან პერსპექტივაში, ამიტომ არაფერი შემაშფოთებელი არ არის. ამ კანონპროექტის კანონად ქცევა არის საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროპული ოჯახის წევრი. ეს არ არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ტერიტორტიული გამთლიანებისთვის და ბევრი სხვა სასიკეთო საქმისთვის, რომელიც მომავალ თაობებს შესრულებული უნდა დავუტოვოთ", _განაცხადა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები