სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებული უნდა იქნეს, თუმცა მნიშვნელოვანია კანონპროექტზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იქნეს სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო სექტორის შენიშვნები.
,, ვფიქრობ, რომ კანონი უნდა იქნას მიღებული, თუმცა მნიშველოვანია ის შენიშვნები გათვალისწინებული იქნას, რომელიც სახალხო დამცველი ოფისმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარდგინეს. ძირითადად ეს ეხება კერძო სექტორს და ჩვენს უფლებებს კერძო სექტორში მუშაობასთან დაკავშირებით, რომ გაგვაჩნდეს გარკვეული მანდატი იმისთვის, რომ გვქონდეს კერძო სექტორში მუშაობის შესაძლებლობა", _განაცხადა ნანუაშვილმა.
მისივე განცხადებით, დისკრიმინაციის ყველა საფუძველი უნდა დარჩეს ისე, როგორც ამჟამად არის კანონპროექტში
,,მე ვფიქრობ, რომ დისკრიმინაციის ყველა საფუძველი უნდა დარჩეს ისე, როგორც ამჟამად არის კანონპროექტში. კანონპროექტში ნებისმიერი დისკრიმინაციის საფუძვლის ამოღება კიდევ უფრო უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში, ამიტომ ის ფორმა, რაც არის მიღებული აუცილებლად უნდა დარჩეს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.