იაშვილის სახელობის კლინიკასთან დაპირისპირება მოხდა. წლინახევრის ბავშვის ოჯახი პატარის გარდაცვალებაში ექიმ პაატა გეწაძეს ადანაშაულებს.
სიტუაცია საავადმყოფოს წინ მას შემდეგ დაიძაბა, რაც მედიკოსებმა კოლეგის მხარდამჭერი აქცია მოაწყვეს. ამ ფორმით თანამშრომლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პროფესორ გეწაძეს, რომელსაც გუშინ გარდაცვლილის ბაბუა დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ბავშვის ოჯახის წევრების მტკიცებით, მცირეწლოვანის გარდაცვალების მიზეზი ექიმის შეცდომა გახდა, რასაც თავად გეწაძე და მისი კოლეგები კატეგორიულად გამორიცხავენ და თანდაყოლილ პათოლოგიაზე საუბრობენ.