"ეს არის პირველი ასეთი შემთხვევა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში და ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ამ პროცესებშია ჩართული იმის თაობაზე, რომ შესაბამისი რეფორმების წარმატებით განხორცილებების შემდეგ, შესაძლებელია ჩვენმა მოქალაქეებმა მიიღონ კონკრეტული სარგებელი ევროინტეგრაციის ფარგლებში ჩატარებული რეფორმებისა, რაც საერთო ჯამში, ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობისთვის უფრო ადვილად გადაადგილებას, ხალხთა შორის ურთიერთობების განვითარებას, რაც დააჩქარებს თანამშრომლობას ბიზნესისა და კულტურის სფეროში.
საქართველო ევროკავშირის პოლიტიკური მიდგომებიდან გამომდინარე ამ პროცესებში, პრაქტიკულად, 2 წლით უფრო გვიან ჩაერთო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პროგრესი, რომელიც აღიარებულია ევროკავშირის მხრიდან. ამ ეტაპზე ჩვენ ფინალურ ეტაპზე ვიმყოფებით ევროკავშირის ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის დასრულებასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, ჩვენ, ყველა შესაბამისმა უწყებამ, დავიწყეთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც გათვალისწინებულია მეორე საიმპლემენტაციო ფაზაში. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეფორმებიც წარმატებული იქნება, ჩვენ გვექნება კარგი შეფასებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო გადაადგილება შენგენის ზონის ქვეყნებში არც თუ ისე შორეული პერსპექტივაა".